Yearly Archives: 2024

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

2024 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა…

ვრცლად

შეხვედრა გეფას წარმომადგენლებთან

შეხვედრა გეფას წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, შედგა შეხვედრა კოლეჯი ბარაკონის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ფარმაცევტული კომპანია “გეფას” წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიულ სტუდენტთა წახალისების, დასაქმების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის საკითხები.

ვრცლად

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შესახებ

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შესახებ

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები უნდა შევიდნენ https://vet.emis.ge -ზე და რეიტინგულ სიაში ნახონ თავიანთი ადგილი. თითოეულმა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, 29-31 ოქტომბრამდე პერიოდში, უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს მხოლოდ ის ერთი პროგრამა, სადაც სურს სწავლა. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551278803; 574 143536; 598535455

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელთან

საინფორმაციო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელთან

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელმა სოფო ჯაფარიძემ კოლეჯი ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

ვრცლად

მოტივაციური გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

მოტივაციური გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

2024 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე განისაზღვრა მოტივაციური გასაუბრების თარიღები. ყველა დარეგისტრირებული აპლიკანტმა მიიღო სმს შეტყობინება ტელეფონზე, სადაც მითითებულია, რომ ჩაინიშნა გასაუბრების თარიღი. ამის შემდეგ, ნებისმიერი რეგისტრირებული პირი უნდა შეხვიდეთ თავის პროფილზე და ნახოს საგამოცდო ბარათი. ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გასაუბრების ადგილისა და დროის შესახებ. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 551278803; 574 143536; 598535455

ვრცლად

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულთა პროფესიული ტესტირება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3282

ვრცლად

სწავლის დაწყების შესახებ

სწავლის დაწყების შესახებ

2024 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა, აგრეთვე მეორე და მესამე სასწავლო წლის პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ! 16 სექტემბერს იწყება სასწავლო პროცესი. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!

ვრცლად

2024 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დაიწყო პროგრამებზე რეგისტრაცია

2024 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დაიწყო პროგრამებზე რეგისტრაცია

2024 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის, საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი. ონლაინ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551278803; 574 143536; 598535455

ვრცლად

2024 წელს ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ

2024 წელს ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ

მიმდინარე წლის 29, 31 ივლისს კოლეჯ ბარაკონში, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. თეორიული ნაწილი ჩატარდა აუდიტორიაში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში. ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

ვრცლად

რა? სად? როდის?

რა? სად? როდის?

ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 ივლისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის? თამაშში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან, მათ შორის ერთი პროფესიული განათლების მასწავლებლისგან. თამაში შედგებოდა 1 ტურისა და 15 კითხვისაგან (1 შეკითხვა – 1 ქულა). გაიმარჯვა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდმა.

ვრცლად