20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტი კული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს. დაწესებულებების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო…



