პროექტის „უსაფრთხო ონლაინი“ და კოლეჯი „ბარაკონის“ წარმომადგენლები მარნეულის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის ხელმძღვანელობასთან ერთად ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განხილული იქნა:

▪ პროფესიული კოლეჯის პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გამოკითხვა ონლაინ უსაფრთხოების თემებზე;

▪ კოლეჯის საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგების შემუშავება და ჩატარება;

▪ გრძელვადიანი თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

ჩვენი პროგრამა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზემოთ ხსენებულ კოლეჯებს თანამშრომლობისთვის და უსაფრთხო ციფრული გარემოს მხარდაჭერისთვის

print