26 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში Zoom პლატფორმის მეშვეობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითშეფასების ანალიზი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესის სქემა და ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესში გამოყენებული ფორმების პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და დირექტორის მოადგილე.

print