24 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“. ტრენინგს უძღვებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე. ტრენინგზე განხილულ იქნა:
- შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში;
- შეფასების სისტემის ელემენტები, მისი თავისებურებები დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებსა და ინტეგრირებული მოდულების სწავლებისას;
- შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისთვის;
- სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული შიდა რეგულაციები და არსებული პრაქტიკა.
ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე – ნინო ბოკერია, რომელსაც გადაეცა ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი.



