კოლეჯი ბარაკონის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით.

ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ლუკა ფანჩულიძე მოხვდა 25 საუკეთესო სტუდენტს შორის!

ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 21 პროფესიული კოლეჯიდან შერჩეული 150-მდე სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა და ეფუძნებოდა პრაქტიკულ სამუშაოებს.

კოლეჯი ბარაკონი ულოცავს როგორც გამარჯვებულ სტუდენტებს, ასევე ყველა ფინალისტს და მათ წარმატებებს უსურვებს.

print