2017 წლის 6 და 7 ივნისს შპს ბარაკონში მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით იმყოფებოდა მხარდაჭერის ექსპერტი ია ფირანიშვილი-გიგიბერია, რომელიც შეხვდა როგორც კოლეჯის ადმინისტრაციას ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, კოლეჯმა მიიღო კონსულტაცია მისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე. ასევე დაისახა მომავალი შეხვედრისთვის განსახილველი საკითხები. კოლეჯი მადლობას უხდის ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ იას მხარდაჭერისათვის.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 25, 26 და 27 მაისს ჩატარდა ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთში“, ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 11 კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა გუნდმა.შეხვედრებმა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა.ბარაკონის გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი შეხვედრა წააგო. საბოლოო ჯამში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიამ, მეორე ადგილზე გავიდა საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის გუნდი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი…
სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ მარტყოფსა და რკონში. შეაგროვეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები ჰერბარიუმისთვის.
2017 წლის 5 აპრილს შ.პ.ს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის, მოეწყო ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს მუზეუმის ოქროს ფონდი, ნუმიზმატიკის ექსპოზიცია, ოკუპაციის მუზეუმი. ისაუბრეს ქვეყნის ისტორიის ცალკეულ პერიოდებზე, პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
29 მარტს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი, თამუნა ბოკუჩავა. პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით შეხვედრა…
20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტი კული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს. დაწესებულებების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო…
კოლეჯის თანამშრომელთა საყურადღებოდ! როგორც ცნობილია მიმდინარეობს კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ საჯარო განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შესწავლა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირის მიერ. ორშაბათს, 13 მარტს 16 საათზე შედგება კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა, რომელიც ეძღვნება კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ განხილვას. დასწრება სხდომაზე შეუძლია ასოციაციის ნებისმიერ წევრ კოლეჯის წარმომადგენელს. ბარაკონში კანონპროექტის განხილვა გაიმართება 10 მარტს 15.00 საათზე.…
2017 წლის 20 თებერვალს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით ჩატარდა ” საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი. ა სოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ. ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი…
13 იანვარს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამა წარმატებით დაასრულა 62-მა მოსარგებლემ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებს, გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში სერტიფიკატის ასაღებად პარასკევს, 13 იანვარს, 15 საათზე.