ყველა

27.12.16 ყურადღება, ცხადდება მიღება!

ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწისა და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.  საბუთების მიღების ვადა პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწის და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრება 2016 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაიწყება 2017 წლის 16 იანვარს. საბუთების მიღების ვადა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრება 2017 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის…

ვრცლად

27.10.16 კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! 1 ნოემბრიდან  დაიწყება  დიპლომების გაცემა . გთხოვთ, მობრძანდეთ სამუშაო დღეებში 12 საათიდან 14 საათამდე. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.

ვრცლად

20.10.16 ახალი სასწავლო წელი იწყება!

ბარაკონში პროფესიულ სტუდენტთათვის ახალი სასწავლო წელი იწყება! ძვირფასო სტუდენტებო,გილოცვათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ყველას 26 სექტემბერს 10 საათზე.

ვრცლად

07.09.16 ინფორმაცია მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთათვის

12 სექტემბერს იწყება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთათვის სასწავლო პროცესი. გთხოვთ, ორშაბათს, 10 საათზე მობრძანდეთ კოლეჯში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძის) ქ. 1ბ, მესამე სართული (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან). დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 577 462 402

ვრცლად

22.08.16 მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია

დაიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ან დარეგისტრირდებიან სამუშაოს მაძიებლად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის  ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაwww.worknet.gov.ge -ზე და თანახმა არიან, უფასოდ გაიარონ…

ვრცლად

31.05.16 ინფორმაცია ატესტატების გაცემის შესახებ

ატესტატების გაცემა სკოლადამთავრებულთათვის 20 ივნისისთვის დაიწყება.  იხილეთ  ინფორმაცია ლინკზე –  http://edu.aris.ge/news/atestatebis-gacema-2016-wlis-skoladamtavrebultatvis-20-ivnisistvis-daiwyeba-procedurebi.html 

ვრცლად

20.03.16 დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, კოლეჯის თანამშრომელთა და სტუდენტთათვის 21 მარტს ჩატარდება ლექცია თემაზე -,,ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა”.ლექცია დაიწყება 16.00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

16.03.16 ვიზიტი ეროვნულ არქივში

ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს სტუდენტები შეხვდნენ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორს ბატონ გიორგი კაკაბაძეს, ესფ ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს ქალბატონ დალი ეჯიბიძეს, ისტორიული არქივის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ჭუმბურიძეს და არქივის სხვა თანამშრომლებს. გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.      

ვრცლად

11.01.16 მიღება პროფესიულ პროგრამებზე

ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: პრაქტიკოსი ექთანი , ექთნის თანაშემწე , მასაჟისტი , კბილის ტექნიკოსი , ფარმაცევტის თანაშემწე , ბუღალტერი , ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი) , ინფორმაციული ტექნოლოგი , კომპიუტერული გრაფიკოსი . საბუთების მიღების ვადა: 2016 წლის 11 იანვრი – 201 6 წლის 14 მარტი. სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის…

ვრცლად