სიახლეები

2023 წელს საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარეს

2023 წელს საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარეს

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, კოლეჯი ბარაკონის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარეს. აღნიშნული გამოცდა ემსახურება პროფესიული სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას, რაც ფუნდამენტურია ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად. ამ გამოცდის შედეგების საფუძველზე, წარმატებულ სტუდენტებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში. ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას საექთნო საქმიანობაში.

ვრცლად

სემინარი თემაზე „ცვლილებების ქიმია და ჯანსაღი კვება“

სემინარი თემაზე „ცვლილებების ქიმია და ჯანსაღი კვება“

მიმდინარე წლის 09 ივლისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სემინარი თემაზე „ცვლილებების ქიმია და ჯანსაღი კვება“. სემინარს ქიმიკოსი და ნუტრიციოლოგი ტატა ჯანგველაძე უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კვების რაციონსა და ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს შორის მჭიდრო კავშირი. სპიკერმა, რომლის პროფესიული ინტერესი ქიმიასა და ნუტრიციოლოგიას აერთიანებს, ხაზი გაუსვა ჯანსაღი კვების ფუნდამენტური პრინციპების ცოდნის აუცილებლობას, რაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა 2023 წელს ჩარიცხულ საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან

საინფორმაციო შეხვედრა 2023 წელს ჩარიცხულ საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 08 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2023 წელს ჩარიცხულ საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯ ბარაკონში, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტებმა 1 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება ადგილზე); 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.1. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი…

ვრცლად

რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

26 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი…

ვრცლად

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge – საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და…

ვრცლად

ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’

ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’

მიმდინარე წლის 24 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’. ვორქშოფი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ნოდარ აფხაძემ ჩაატარა. კოლეჯის თანამშრომლები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებს და მათ ეფექტურ გამოყენებას სასწავლო და პროფესიულ საქმიანობაში. მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები: სასწავლო მასალების მომზადებისთვის; დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების შესაქმნელად; დროის ეფექტურად მართვისთვის; პროფესიული საქმიანობის პროდუქტიულობის გასაზრდელად.…

ვრცლად

შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 18 ივნისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. კოლეჯი თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს მუშაობისა და სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია გაიმართა

ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია გაიმართა

კოლეჯ ბარაკონში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია. პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ნახეს საერთო თემით – დრო და მოგონებები – გაერთიანებული ანიმაციები „პატარა კუბების სახლი“ და „მამა და ქალიშვილი“. ასევე, თემასთან დაკავშირებული მუსიკალური კლიპი Inpatient (Ren x Chris Webby) – Caskets. ჩვენების შემდეგ დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები.

ვრცლად

2026 წლის მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

2026 წლის მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებისთვის მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 5 და 10 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე პერიოდში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ საგამოცდო ბარათი vet.emis.ge -ზე.

ვრცლად