ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“. პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში მდებარე უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებმა ბაკურიანში სასტუმრო „თრიალეთი პალასში“ 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით სპეციალური კურსი გაიარეს. საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად კოლეჯ ბარაკონის ორი სტუდენტი, ნატალია კარიჭაშვილი და სოფიკო კევლიშვილი, მონაწილეობდა. კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა გუნდური პროექტები წარადგინეს. საუკეთესო პროექტის ავტორები გახდნენ ჩვენი კოლეჯის…
სწავლის მსურველთა დაბუთების მიღებისა და რეგისტრაციის ვადა გრძელდება 30 ოქტომბრამდე. სწავლის დაწყების თარიღია 2 ნოემბერი.
ბარაკონში ახალი სასწავლო წელი იწყება! ძვირფასო სტუდენტებო,გილოცვათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ყველას21 სექტემბერს 10 საათზე
ყურადღება! იწყება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: პრაქტიკოსი ექთანი , ექთნის თანაშემწე , მასაჟისტი ,კბილის ტექნიკოსი , ფარმაცევტის თანაშემწე , ბუღალტერი , ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი) , ინფორმაციული ტექნოლოგი ,ინტერნეტტექნოლოგი(ვებსპეციალისტი) , კომპიუტერული გრაფიკოსი . საბუთების მიღება და რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 15 აპრილს და გაგრძელდება2015 წლის 19 სექტემბრამდე. მსურველთაჩარიცხვა მოხდებაკოლეჯის ,,მსურველთაპროფესიულსაგანმანათლებლოპროგრამებზეჩარიცხვისპროცედურ ის“შესაბამისად. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება 2015 წლის 21 სექტემბერს.
სტუდენტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, კოლეჯში სწავლა შეწყდწდება ხუთშაბათს 9 აპრილს და განახლდება სამშაბათს 13 აპრილს.
26 დეკემბერს 14.00 საათზე ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამის სტუდენტები აწყობენ ღონისძიებას თემაზე – ,,გოგლა ლეონიძის შემოქმედება”. დასწრება თავისუფალია.
მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით თელავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე – ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა”, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული პროგრამის მასწავლებელი ნუგზარ ჩადუნელი. 25 დეკემბერს 15.00 საათზე ნუგზარ ჩადუნელი ჩვენი კოლეჯის მასწავლებლებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
კოლეჯი ბარაკონი აცხადებს ვაკანსიებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება ორი პროგრამის ფარგლებში. 1. კომპიუტერული გრაფიკოსის პროგრამაზე საგნებში – გრაფიკული რედაქტორები ( Adobe Photoshop CS3;Adobe Illustrator CS), სამგანზომილებიანი გრაფიკა (3D studio max); 2. ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) პროგრამაზე საგნებში – PHP დაპროგრამება , მონაცემთა ბაზები mysql , ვებგვერდების სტილებით გაფორმება (css ) , html…
2013 – 2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! დიპლომების გაცემა დაიწყება 1 ოქტომბერს. გთხოვთ, მობრძანდეთ სამუშაო დღეებში 12 საათიდან 16 საათამდე. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
სწავლის მსურველთა საყურადღებოდ! საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მედიცინა: პრაქტიკოსი ექთანი ფარმაცევტის თანაშემწე ექთნის თანაშემწე კბილის ტექნიკოსი მასაჟისტი ბიზნესის ადმინისტრირება: ბუღალტერი ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) კომპიუტინგი: ინფორმაციული ტექნოლოგი კომპიუტერული გრაფიკოსი ინტერნეტტექნოლოგი(ვებ-სპეციალისტი) კოლეჯში ჩასარიცხად საჭიროა: 1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) 2. პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად) 3. 2 ფოტოსურათი 3X4 4. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი…