საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის თანამშრომელი, მადონა კაპანაძე ეროვნული ბიბლიოთეკის სემინარებს ესწრება. საკვალიფიკაციო საბიბლიოთეკო სემინარები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელშეწყობით ტარდება.
2 თებერვალს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულთა მეორე ნაკადს სერტიფიკატები გადაეცათ.
პარასკევს, 2 თებერვალს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულთა მეორე ნაკადს სერტიფიკატები გადაეცემათ. გთხოვთ კოლეჯში გამოცხადდეთ 14 საათზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 21 დეკემბერს სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ გაიმართა „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა“.
2017 წლის 8 დეკემბერს შპს ბარაკონში პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ქალბატონ თეა ოსეფაშვილის მორიგი ვიზიტი განხორციელდა.
დღეს, 25 ნოემბერს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამა წარმატებით დაასრულა 20-მა მოსარგებლემ.
10 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ბარაკონში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
24 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
კოლეჯის დირექტორის 20.10.2017 წლის №46 ბრძანების თანახმად 24 ოქტომბრიდან ცხადდება მიღება.
სწავლის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით.