საქართველოს პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ კოლეჯს დამდეგი შობა-ახალი წელი მოულოცა და ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნი გადასცა.
კოლეჯის დირექტორის N78 ბრძანების (24.12.2018) საფუძველზე სწავლის პროცესი შეწყდება 31 დეკემბერს და განახლდება 2019 წლის 21 იანვარს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ პროფესიული სტუდენტები ესტუმრნენ.
2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“, რომელსაც ესწრებოდა კერძო კოლეჯების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ტრენერი გახლდათ ბატონი მიხეილ კორძახია.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, გაეროს ეგიდით თბილისში, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართა დასაქმების ფორუმი. ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები გაეცნენ ფორუმისა და სხვადასხვა შეხვედრების მოწყობის სამოქმედო გეგმას, დააკვირდნენ ფორუმის მიმდინარეობას და გაესაუბრნენ ორგანიზატორებს.
მიმდინარე წლის 07 დეკემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ თელავში, თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა დასაქმების ფორუმი.
ფორუმის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარი სამუშაოს მაძიებლები.
2018 წლის 17-19 ნოემბერს, კოლეჯში განხორციელდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური/დულუარი პროგრამების დანერგვის ხმარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი.
14 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა იმ სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა. სერთიფიკატები გადაეცათ საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსაც.
სწავლის მსურველთათვის ცხადდება მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პრაქტიკოსი ექთანი;
ფარმაცევტის თანაშემწე;
ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი);
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ – ში გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება – კვალიფიკაცია – დასაქმება), რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბიზნეს სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.