2018 წლის 20 – 21 ივნისი, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) თაოსნობით გაიმართა ფორუმი ,,უნარები დასაქმებისთვის”. ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები, ასევე EUVEGE პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში.
2018 წლის 7 ივნისს, საზოგადოებრივ კოლეჯში „ბარაკონი“ გაიმართა შეხვედრა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროგრამის პროფესიულ სტუდენტებსა და ნიკოლოზ წიკლაურს შორის. ნიკოლოზმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და მისცა რეკომენდაციები უსინათლო და მცირემხედველ აღსაზრდებელთან მუშაობისა და სწავლის სტრატეგიებთან დაკავშირებით.
2018 წლის 28-29 მაისს, კოლეჯში განხორციელდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური/დულუარი პროგრამების დანერგვის ხმარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ეროვნულ არქივში.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 თებერვლის N76 დადგენილებით დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 7 მაისს.
დარეგისტრირდი ვებ-გვერდზე – www.worknet.gov.ge , გაიარე რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში (თბილისი, მიცკევიჩის ქ. №23), ისწავლე მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებზე უფასოდ და დასაქმდი.
23 მარტს, საქართველოს კარიტასის ხელშეწყობით საქართველოში სტუმრად მყოფმა გერმანიის, ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ანა კელნერმა და ხაუკე შუმანიმ ჩაატარეს ლექცია და პრაქტიკულ მეცადინეობა
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯერებისთვის სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო შეიქმნა.
საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ. სტუმრები სასახლის ისტორიას, ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მუშაობის პროცესს გაეცნენ.