ყველა

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 5-7აგვისტოს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო კოლეჯების ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი განვითარების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ.

ვრცლად

კერძო კოლეჯების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა

კერძო კოლეჯების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 1 ივლისს, სასტუმრო „იოტა“ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში ასოციაციის წევრ პროფესიულ საგანმანათლებლო 
დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.

ვრცლად

სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“

სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“

26 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით გამართა სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებიც.

ვრცლად

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები დასრულდა!

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები დასრულდა!

დასრულდა 2019 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შემუშავებული პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც წარმატებით დაასრულა პროგრამის 42-მა მოსარგებლემ. 

ვრცლად

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

15-16 ივნისს, თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა. პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში მიმდინარეობდა კონფერენცია Expert to Expert Talks, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ 22 ექსპერტი გერმანიიდან.

ვრცლად

სახელმწიფო ენა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ინტეგრაციისათვის

სახელმწიფო ენა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ინტეგრაციისათვის

31 მაისს, სასტუმრო „თბილის რუმსში“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, ერთობლივი კონფერენცია – „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გაიმართა.

ვრცლად

დასაქმების ფორუმი ბათუმში

დასაქმების ფორუმი ბათუმში

31 მაისს, ბათუმში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმს კოლეჯის სამუშაოს მაძიებელთა მომმზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის მსმენელები ესწრებოდნენ.

ვრცლად

განხორციელებული პრაქტიკული პროექტი

განხორციელებული პრაქტიკული პროექტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისა და კოლეჯი ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული პროექტი. პროექტის ფარგლებში კოლეჯის ახალ მისამართზე გააწყვეს კომპიუტერული ტექნიკა და გამართეს შიდა კომპიუტერული ქსელი.

ვრცლად

ინფორმაცია ახალი სასწავლო ფართის შესახებ

ინფორმაცია ახალი სასწავლო ფართის შესახებ

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან სასწავლო პროცესი განახლდება ახალ სასწავლო მისამართზე:
თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, პოლიტკოვსკაიას ქ. # 4. Vl სართული.

ვრცლად

სააღდგომო არდადეგები

სააღდგომო არდადეგები

კოლეჯის დირექტორის 2019 წლის 17 აპრილის N18 ბრძანებით 25 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ცხადდება სააღდგომო არდადეგები. 1 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება ახალ სასწავლო მისამართზე.

ვრცლად