მიმდინარე წლის 18 აპრილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეჯებისთვის გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოკლე ციკლის (ასოცირებული ხარისხის მქონე) საგანმანათლელო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნ მარიამ ჯაშის ინიციატივით პარლამენტში შედგა შეხვედრა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქ-ნ ირინა აბულაძესა და სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის.
მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაფორმდა სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრსა და შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები გამოთქვამენ მზაობას და ადასტურებენ თანამშრომლობის სურვილს პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საქმეში.
მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი თემაზე “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება”, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მოდულთა განმახორციელებლებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების სპეციფიკისა და მოდულთა ადაპტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მიმდინარე წლის 31 იანვარს გაფორმდა ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესსა და შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.მხარეები კისრულობენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.
29 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019: „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.
2019 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით კოლეჯების ხელმძღვანელებისა და ბუღალტრებისთვის ჩატარდა სემინარი “საპენსიო შენატანებთან” დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი ბატონი გიორგი ფოფხაძე.
მიმდინარე წლის 23 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის წარმომადგენლები.
2019 წლის 22 იანვარს საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეა”-ში შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი ბატონი გიორგი ფოფხაძე. კრება ეხებოდა მოდულური პროგრამების გაანგარიშებისა და სახელმწიფო დაფინანსებისათვის ქვოტების წარმოდგენის საკითხებს.
პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის მოსარგებლეებმა წარმატებით დაასრულეს სწავლა. მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, მათ სერტიფიკატები გადაეცათ. წარმატებები მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში!