მიმდინარე წლის 09 ივლისს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო, კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავებული ინსტრუმენტების დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მიმდინარე წლის 08 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2021 წელს საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო 2024 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა, ნოდარ აფხაძემ და მადონა კაპანაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.…
კოლეჯი ბარაკონის აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 01 ივლისიდან 15 ივლისამდე სამუშაო დღეებში, 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე პერიოდში. მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N4, მეექვსე სართული. წარსადგენი დოკუმენტები: განცხადება დირექტორის სახელზე (წერთ კოლეჯში); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზოგადი საბაზო (9კლასი) /ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ან ასლი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ დასრულებული…
24 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით მესამე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურად კონფერენციის ჩატარების მიზანს პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა. შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო,…
საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის პროფესიული ტესტირება ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება შაბათს, 01 ივნისს. ყველა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა მიიღო სმს შეტყობინება ტელეფონზე, სადაც მითითებული იყო, რომ ჩაინიშნა ტესტირების დრო. შეგახსენებთ, რომ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილზე და ნახოთ საგამოცდო ბარათი. ბარათზე მითითებული იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდოთ და პირადობასთან ერთად თან…
მიმდინარე წლის 27 მაისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა ჩაატარეს.
2024 წლის მიღების ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა მოტივაციური გასაუბრების თარიღებად განისაზღვრა 29 და 31 მაისი და ინფორმაცია ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. თითოეულ აპლიკანტს, გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია, შეუძლია მოიძიოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გენერირებულ საგამოცდო ბარათზე.
2024 წლის 14 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ,,ისწავლე და დასაქმდი პროფესიული განათლებით”. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელს.…
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ ბარაკონში ვუმასპინძლეთ ,,პალიტრა L’’-ის გამომცემლობას. ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წიგნები საფესტივალო ფასებში შეეძინათ და საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინათ. 23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
25 აპრილიდან 16 მაისამდე, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს კოლეჯი ბარაკონი უმასპინძლებს აპლიკანტებს ღია კარის დღეებზე. საინფორმაციო შეხვედრებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, 2024 წლის საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12.00დან -15:00 საათამდე გელოდებით კოლეჯში!