პერსონალის კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მიგნებებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვა“. ტრენინგის მიზანი იყო იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც „პროფესიული გადაწვის“ პრევენციისთვის ან/და მართვისთვისაა საჭირო. ტრენინგს წარუძღვა მოწვეული სპეციალისტი ფსიქოთერაპევტი – ქეთევან ბუჯიაშვილი.
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება. კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“ აერთიანებს 400 – მდე “ფარმადეპოს” და “ჯპს-ის”აფთიაქს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი და კორპორაცია „გეფა“…
მიმდინარე წლის 07 დეკემბერს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თ.დეკანოსიძის სახელობის ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიას სტუმრობდნენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრების ციკლის შემაჯამებელი ღონისძიება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო მათთვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ჩაირიცხნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, განათლების ხარისხის განვითარების…
მიმდინარე წლის 05 დეკემბერს, პირველი სასწავლო წლის პროფესიულ სტუდენტებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.
მიმდიმარე წლის 04 დეკემბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო, ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები, ქართული ხალხური მედიცინის…
ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტები ესტუმრნენ “თბილისის ღვინის მუზეუმს”. ვიზიტი განხორციელდა ბიოქიმიის მოდულის ფარგლებში გავლილ სასწავლო თემასთან დაკავშირებით – “სპირტული დუღილი”. არაფორმალურ გარემოში სტუდენტებმა დაათვალიერეს მუზეუმში არსებული ექსპონატები, რომლებიც ასახავს საქართველოს 8000 წლიან ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.
განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი რომელსაც ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ჭითანავა. შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმრო Marriott Hotel-ში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ…
15 ნოემბერს, კოლეჯ ბარაკონში 2023 წლის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო! კოლეჯის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალ პროფესიულ სტუდენტებს მიულოცეს სწავლის დაწყება, გააცნეს კოლეჯის სასწავლო შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, პროგრამის ხელმძღვანელები. კოლეჯი ბარაკონი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პროფესიულ სტუდენტს სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს მათ წარმატებებს!
ბარაკონში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საბუთების მიღება შესაძლებელია 13 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 14 ნოემბერს 10.00 საათიდან 13.00 საათამდე.