ამობეჭდვა

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ,,ისწავლე და დასაქმდი პროფესიული განათლებით”.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელს. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს დამსაქმებლებსა და კუსდამთავრებულთა საერთო ინტერესების იდენტიფიცირებასა და დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას.

ღონისძიებაზე კოლეჯის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს წარუდგენენ მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაუწევენ კონსულტაციას პროფორიენტაციის კუთხით, გააცნობენ დასაქმების შესაძლებლობებს და პასუხს გასცემენ მათთვის საინტერესო კითხვებს.

ღონისძიება დაიწყება 14 მაისს 13 საათზე.

მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 29, სასტუმრო ,,ბილტმორი”.