ამობეჭდვა

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ ბარაკონში ვუმასპინძლეთ ,,პალიტრა L’’-ის გამომცემლობას. ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წიგნები საფესტივალო ფასებში შეეძინათ და საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინათ.

23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.