მიღება

კოლეჯის დირექტორის 01.11.2017 წლის №51 ბრძანების თანახმად გრძელდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

დარეკეთ! Tel   032  2 30 80 86

სწავლის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 25 ნოემბრის ჩათვლით.
მოგვმართეთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10.00 დან 17.00 საათამდე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • პრაქტიკოსი ექთანი
  • ექთნის თანაშემწე
  • მასაჟისტი
  • ფარმაცევტის თანაშემწე
  • ბუღალტერი
  • ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი)
  • ინფორმაციული ტექნოლოგი
  • კომპიუტერული გრაფიკოსი
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა ხდება გამოცდის გარეშე. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:

Tel - 2 30 80 86  10.00-დან - 17.00 სთ.-მდე.  

მობ. - 551 278803 / 577 462402 /  599 504052  / 599 512524 / 

დიპლომი რომელსაც დაეუფლება კურსდამთავრებული, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურა:

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით,რომელიც ადგენს დოკუმენტების მიღების ვადას. ბრძანება, მისი გამოცემიდან გონივრულ ვადებში, განთავსდება კოლეჯის ვებგვერდზე.


მსურველთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

1. პირადი (არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება ;

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

2.1. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

3. ორი ფოტოსურათი , ზომით 3X4;

4. საბაზო/საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი , რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი   განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე ;