ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, კოლეჯ ბარაკონში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები მანანა თურქაძე და ია გიგიბერია. შეხვედრას ესწრებოდნენ, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ქეთევან ციხისელი და კოორდინატორი ლელა კიკნაძე.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.