ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან „ავერსი-ფარმას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება. კომპანიის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს მათი საქმიანობა და შესთავაზეს დასაქმება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი და ავერსი-ფარმა უკვე ათი წელია თანამშრომლობენ ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროსთვის როგორც კონკურენტუნარიანი და კვალიფიკაციური კადრების აღზრდას, ასევე მათი დასაქმების ხელშეწყობას.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.