ამობეჭდვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიმდინარე წლის 5-6-7 მარტს, წლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიზნით მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში არსებული სიახლეები და პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2023 წელს განხორციელებული და 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები.