სიახლეები

2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 15 სექტემბერს.

ვრცლად

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე კოლეჯში. გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკე: 598535455; 574143536; 551278803

ვრცლად

საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

მიმდინარე წლის 06 და 07 აგვისტოს კოლეჯ ბარაკონში, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში

ვრცლად

სტუდენტურ ოლიმპიადა „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ გაიმართა

სტუდენტურ ოლიმპიადა „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ გაიმართა

კოლეჯი ბარაკონის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით. ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ლუკა ფანჩულიძე მოხვდა 25 საუკეთესო სტუდენტს შორის! ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდა 21 პროფესიული კოლეჯიდან შერჩეული 150-მდე სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა…

ვრცლად

კინოჩვენება გაიმართა

კინოჩვენება გაიმართა

მიმდინარე წლის 11 ივლისს, კოლეჯᲨი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,ისტორიის სხვა მხარე” და ,,ბიორნ იონსაიდის საგა”. ჩვენების ბოლოს საინტერესო დისკუსია-სესია გაიმართა. დისკუსიას სამოქალაქო განათლების პროფესიული განათლების მასწავლებელი ნოდარ აფხაძე უძღვებოდა.

ვრცლად

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისა და მუშაობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შესაბამისად, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 09 ივლისს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო, კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება და დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

ვრცლად

2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 07 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. დირექტორის მოადგილემ, ნინო ბოკერიამ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი…

ვრცლად

პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია

2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2025 წლის 04 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი…

ვრცლად

ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის?

ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის?

ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 ივნისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის? თამაშში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შექმნილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან, მათ შორის ერთი პროფესიული განათლების მასწავლებლისაგან. თამაში შედგებოდა 1 ტურისა და 15 კითხვისაგან (1 შეკითხვა – 1 ქულა). გამარჯვებული გახდა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდი.

ვრცლად