სიახლეები

საშემოდგმო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

საშემოდგმო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

2024 წლის საშემოდგმო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 25 ნოემბერს.

ვრცლად

მესამე თანამშრომლობითი ვიზიტის შესახებ

მესამე თანამშრომლობითი ვიზიტის შესახებ

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მერმისმა“ რიგით მესამე თანამშრომლობით ვიზიტს უმასპინძლა, რომლის მიზანი იყო ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“. თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდა, საქართველოს მასშტაბით, 25 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 44 წარმომადგენელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.

ვრცლად

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

მიმდიმარე წლის 31 ოქტომბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები , ქართული ხალხური მედიცინის იარაღები და XIX –…

ვრცლად

შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია

შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია

5 ნოემბერს, კოლეჯში “ბარაკონი” პროგრამის “უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტები. შეხვედრაზე გაიმართა პროგრამის ვებ-გვერდის – www.safeonline.ge პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ტრენინგ კურსები სხვადასხვა თემატიკაზე, TFGBV-ის და ელექტრონული კომერციის შესახებ, TFGBV ინსტრუმენტარიები და ტერმინების გლოსარი. დასასრულს პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა…

ვრცლად

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

2024 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა…

ვრცლად

შეხვედრა გეფას წარმომადგენლებთან

შეხვედრა გეფას წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, შედგა შეხვედრა კოლეჯი ბარაკონის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ფარმაცევტული კომპანია “გეფას” წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიულ სტუდენტთა წახალისების, დასაქმების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის საკითხები.

ვრცლად

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შესახებ

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შესახებ

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები უნდა შევიდნენ https://vet.emis.ge -ზე და რეიტინგულ სიაში ნახონ თავიანთი ადგილი. თითოეულმა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, 29-31 ოქტომბრამდე პერიოდში, უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს მხოლოდ ის ერთი პროგრამა, სადაც სურს სწავლა. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551278803; 574 143536; 598535455

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელთან

საინფორმაციო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელთან

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელმა სოფო ჯაფარიძემ კოლეჯი ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

ვრცლად

მოტივაციური გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

მოტივაციური გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

2024 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე განისაზღვრა მოტივაციური გასაუბრების თარიღები. ყველა დარეგისტრირებული აპლიკანტმა მიიღო სმს შეტყობინება ტელეფონზე, სადაც მითითებულია, რომ ჩაინიშნა გასაუბრების თარიღი. ამის შემდეგ, ნებისმიერი რეგისტრირებული პირი უნდა შეხვიდეთ თავის პროფილზე და ნახოს საგამოცდო ბარათი. ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გასაუბრების ადგილისა და დროის შესახებ. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 551278803; 574 143536; 598535455

ვრცლად

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულთა პროფესიული ტესტირება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3282

ვრცლად