Daily Archives: April 23, 2024

წიგნის საერთაშორისო დღე

წიგნის საერთაშორისო დღე

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ ბარაკონში ვუმასპინძლეთ ,,პალიტრა L’’-ის გამომცემლობას. ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წიგნები საფესტივალო ფასებში შეეძინათ და საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინათ. 23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

ვრცლად

ღია კარის დღეები

ღია კარის დღეები

25 აპრილიდან 16 მაისამდე, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს კოლეჯი ბარაკონი უმასპინძლებს აპლიკანტებს ღია კარის დღეებზე. საინფორმაციო შეხვედრებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, 2024 წლის საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12.00დან -15:00 საათამდე გელოდებით კოლეჯში!

ვრცლად