Monthly Archives: April 2024

წიგნის საერთაშორისო დღე

წიგნის საერთაშორისო დღე

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ ბარაკონში ვუმასპინძლეთ ,,პალიტრა L’’-ის გამომცემლობას. ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წიგნები საფესტივალო ფასებში შეეძინათ და საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინათ. 23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

ვრცლად

ღია კარის დღეები

ღია კარის დღეები

25 აპრილიდან 16 მაისამდე, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს კოლეჯი ბარაკონი უმასპინძლებს აპლიკანტებს ღია კარის დღეებზე. საინფორმაციო შეხვედრებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, 2024 წლის საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12.00დან -15:00 საათამდე გელოდებით კოლეჯში!

ვრცლად

რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, მიმდინარეობს რეგისტრაცია დიპლომირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საექთნო საქმე ფარმაცია(სააფთიაქო) ინფორმაციის ტექნოლოგია პროგრამები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი. კონსულტაციის მისაღებად, დაგვირეკე: 551278803 / 574 14 35 36 / 598 53 54 55 ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში. რეგისტრაციისთვის ეწვიე საიტს: www.vet.emis.ge

ვრცლად

შეხვედრა თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით

შეხვედრა თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 2 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნებსა და იდენტიფიცირებული მტკიცებულებების წარმოდგენას დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მიერ მტკიცებულებათა იდენტიფიცირებასა და პრეზენტირებას.

ვრცლად