ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 2 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნაწილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნებსა და იდენტიფიცირებული მტკიცებულებების წარმოდგენას დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მიერ მტკიცებულებათა იდენტიფიცირებასა და პრეზენტირებას.