ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 21 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული უნარების კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა პროფესიულ განათლებაში კარიერის მართვის სერვისების როლსა და განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო.
კონფერენციის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კარიერის მართვის სპეციალისტებისთვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მათი ხედვის მოსმენა იყო. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენელიც.
კონფერენციის ფარგლებში, კარიერის მართვის სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფების ფორმატში კარიერული სერვისების როლსა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს, კარიერის მართვის სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს, დისკუსია გამართეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.