ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 07, 08 და 09 აპრილს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“.
ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებთან ერთად, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და ინსტრუქტორებმაც მიიღეს.
ტრენინგის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების ჰოლისტურად დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი მნიშვნელობანი საკითხები:
✔️ სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი;
✔️კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
✔️სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება;
✔️სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
ტრენინგი იყო საინტერესო, ინტერაქტიული და პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროებებზე მორგებული.