ყველა

11.10.11 ყურადღება!

ძვირფასო აბიტურიენტებო, კოლეჯის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ დასრულდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება. 

ვრცლად

10.10.11 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

10 ოქტომბერს კოლეჯში დაიწყო ახალი 2011/12 სასწავლო წელი. სწავლა დიწყო შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ექთნის თანაშემწე II საფეხური კბილის ტექნიკოსი I საფეხური მასაჟისტი III საფეხური ბუღალტერი III საფეხური ინფორმაციული ტექნოლოგი III საფეხური ძვირფასო სტუდენტებო, კოლეჯის ადმინისტრაცია გილოცავთ სასაწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!

ვრცლად

22.09.11 კოლეჯის სტუდენტთა საყურადღებოდ!

მედდის საქმის და კბილის ტექნიკოსის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ! სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოცხადდეთ კოლეჯში 2011წლის 3 ოქტომბერს.  კბილის ტექნიკოსის სახელობო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები – 14სთ.00წთ. მედდის საქმის სახელობო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები – პირველი ჯგუფი 10სთ.00წთ.  მეორე ჯგუფი – 14სთ.30წთ.

ვრცლად

16.09.11 კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მიმდინარეობს მიღება შემდეგ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებზე: მედიცინა – კბილის ტექნიკოსი; ექთნის თანაშემწე; მასაჟისტი. ინფორმატიკა – ინფორმაციული ტექნოლოგი; ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი); კომპიუტერული გრაფიკოსი. ბიზნესის ადმინისტრირება – ბუღალტერი საბუთები მიიღება 2011წლის 16 სექტემბრიდან -10 ოქტომბრამდე. მსურველთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: 1.პირადი განცხადება; 2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3.საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი…

ვრცლად

გასაუბრება აბიტურიენტთა მეხუთე ნაკადთან

კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ! კოლეჯის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ გასაუბრება აბიტურიენტთა მეხუთე ნაკადთან ჩატარდება 9 სექტემბერს 12 საათზე. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვრცლად

15.08.11 გასაუბრება აბიტურიენტთა მეოთხე ნაკადთან

ყურადღება! კოლეჯის ადმინისტრაცია შეგახსენებთ, რომ გასაუბრება აბიტურიენტთა მეოთხე ნაკადთან ჩატარდება 19 აგვისტოს, 12.00 საათზე. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვრცლად

16.07.11 გასაუბრება აბიტურიენტთა მესამე ნაკადთან

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! კოლეჯის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ გასაუბრება აბიტურიენტთა მესამე ნაკადთან ჩატარდება 29 ივლისს 12.00 საათზე. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვრცლად

02.07.11 მედდის საქმის პირველი კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

5 ივლისს სრულდება მედდის საქმის სპეციალობის სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკა. ამ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველი კურსის სტუდენტებს გთხოვთ გამოცხადდეთ კოლეჯში 8 ივლისს 13.00 საათზე. /კოლეჯის ადმინისტრაცია/ 

ვრცლად

01.07.11 გასაუბრება აბიტურიენტთა მეორე ნაკადთან

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! კოლეჯის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ გასაუბრება აბიტურიენტთა მეორე ნაკადთან ჩატარდება 15 ივლისს 12.00 საათზე.  აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვრცლად

27.06.11. ღია კარის დღეები გრძელდება

ახალ პროფესიულ პროგრამებზე გადასვლასთან დაკავშირებით შეიცვალა კოლეჯში მიღების, მიღებული განათლების აღიარების წესები და პროფესიული კვალიფიკაციები. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, კოლეჯი აგრძელებს აბიტურიენტებთან და მშობლებთან შეხვედრებს. ღია კარის დღეები ჩატარდება 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. ყოველი კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე.

ვრცლად