საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოპოვების მიზნით, შპს ბარაკონმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საავტორიზაციო განაცხადი. კოლეჯის მაძიებლად ცნობის შემდგომ, დაწესებულების პირობების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 19 და 20 ივნისს კოლეჯში განხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი.
ხუთშაბათს, 23 მაისს კოლეჯში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კოლეჯის პედაგოგების მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: სწავლების მეთოდები. დაიგეგმება მომავალი შეხვედრების განრიგი და განსახორციელებელი აქტივობები.
ხუთშაბათს, 16 აპრილს11 სთ. 30წთ-ზე კოლეჯში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კოლეჯის პედაგოგების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: პრაქტიკული კვლევის (Action Research) თავისებურებები და განხორციელების ეტაპები. დაიგეგმება მომავალი შეხვედრების განრიგი და განსახორციელებელი აქტივობები. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
11 აპრილს 11 სთ. 30წთ-ზე კოლეჯ ბარაკონში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და „ბარაკონის“ პედაგოგების შეხვედრა. შეხვედრის მიზანია მაგისტრანტების მიერ პრაქტიკული კვლევის (Action Research) თავისებურებებისა და განხორციელების ეტაპების გაცნობა პედაგოგებისთვის, პრაქტიკული კველვის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კოლეჯის მასწავლებელთა საყურადღებოდ! 20 მარტს 15.00 საათზე გაიმართება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა პედაგოგიურ საბჭოსთან. შეხვედრაზე განიხილება ახალი პროფესიული პროგრამის პროექტის სამუშაო ვერსია. ჯანდაცვის სკოლის მასწავლებლებისთვის დასწრება სავალდებულოა.
22 ნოემბრიდან იწყება მედდების და კბილის ტექნიკოსების სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების სერთიფიკატების გაცემა. სერთიფიკატები გაიცემა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12.00-დან 15.00 საათამდე.
პარასკევს, 9 ნოემბერს 13.30წთ.-ზე შედგება მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის თემაა: სტუდენტის ცოდნის შეფასება.
10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ცხადდება საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ექთნის თანაშემწის მესამე საფეხური კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხური ბუღალტრის მესამე საფეხური მასაჟისტის მესამე საფეხური ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური ჩარიცხვა მოხდეს გასაუბრების წესით. კბილისი ტექნიკოსის მესამე საფეხურზე ჩარიცხვა განხორციელდეს კბილის ტექნიკოსის მეორე საფეხურის დიპლომის ან გასაუბრების საფუძველზე. კოლეჯის დირექტორის ბრძანება
2011/12 სასწავლო წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! 22 ოქტომბრიდან იწყება 2011/12 სასწავლო წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების გაცემა. გაიცემა შემდეგი პროგრამების დიპლომები: ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური ბუღალტრის მესამე საფეხური მასაჟისტის მესამე საფეხური დიპლომები გაიცემა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12.00.სთ.-დან 15.00სთ.-მდე. კურსდამთავრებულმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ყურადღება! სასწავლო პროცესი განახლდება 24 სექტემბერიდან. 2011/12 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ კოლეჯში 24 სექტემბერს 10.00.სთ.-ზე. 2012/13 სწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები სწავლას იწყებენ 1 ოქტომბერს 10.00.სთ.-ზე.