მიმდინარე წლის 26 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, კოლეჯ ბარაკონში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება. შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები მანანა თურქაძე და ია გიგიბერია. შეხვედრას ესწრებოდნენ, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ქეთევან ციხისელი და…
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის საქმიანობის შესახებ.
საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომები გადაეცათ. კოლეჯი ბარაკონი ულოცავს საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს და მათ წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.