2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე
• საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში / Secondary Vocational Qualification in Office Work
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს „სამდივნო და საოფისე საქმის“, კოდი 0415, აღმწერი – ,, შეისწავლის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და პრაქტიკას, საოფისე ტექნოლოგიებს, საკანცელარიო საქმეს, სტენოგრაფიასა და ბეჭდვის უნარებს. ასევე მოიცავს სპეციალიზირებულ საოფისე/სამდივნო პროგრამებს (ბილინგვური, სამედიცინო, იურიდიული, საბუღალტრო და ა.შ.), თუ მათი მიზანია საოფისე საქმე და არა სპეციალიზაციით მომუშავე თანაშემწის მომზადება.“
3. მიზანი
პროგრამის მიზანია, მოამზადებს კვალიფიციური ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას;
4. დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება
5. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.
6. სტრუქტურა და მოდულები
საოფისე საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 5 ზოგად მოდულს – ჯამური 15 კრედიტის მოცულობით, ერთ საერთო პროფესიულ მოდულს 5 კრედიტის მოცულობით და საოფისე საქმის კვალიფიკაციის 14 პროფესიულ მოდულს 39 კრედიტის მოცულობით. შესაბამისად, საოფისე საქმის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 59 კრედიტი.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 59 კრედიტი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 89 კრედიტი
მოდულების, ქართული ენა A2-ის და ქართული ენა B1-ის გავლა სავალდებულოა იმ არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.
7. სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები
2. მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში
3. აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე
4. მოამზადოს დოკუმენტების პროექტები
5. მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა
6. კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას
7. უზრუნველჰყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.
8. კვალიფიკაციის მინიჭება
პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს შპს ბარაკონი. კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები.
9. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმების/ხელშეკრულებების მეშვეობით უზრუნველყოფილია პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება:
- შპს ევროპის უნივერსიტეტი
- სსიპ – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №84 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლა