ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 ივლისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის? თამაშში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან, მათ შორის ერთი პროფესიული განათლების მასწავლებლისგან. თამაში შედგებოდა 1 ტურისა და 15 კითხვისაგან (1 შეკითხვა – 1 ქულა). გაიმარჯვა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდმა.
მიმდინარე წლის 09 ივლისს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო, კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავებული ინსტრუმენტების დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მიმდინარე წლის 08 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2021 წელს საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო 2024 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა, ნოდარ აფხაძემ და მადონა კაპანაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.…