საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის პროფესიული ტესტირება ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება შაბათს, 01 ივნისს.
ყველა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა მიიღო სმს შეტყობინება ტელეფონზე, სადაც მითითებული იყო, რომ ჩაინიშნა ტესტირების დრო.
შეგახსენებთ, რომ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილზე და ნახოთ საგამოცდო ბარათი. ბარათზე მითითებული იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდოთ და პირადობასთან ერთად თან იქონიოთ ტესტირებაზე.