ამობეჭდვა

2024 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა:

1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში).

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

5. კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/ასლი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საბაზო განათლების/ სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე ან ცნობა შესაბამისი სწავლის საფეხურის დაძლევის შესახებ.

6. 17 წელს მიღწეული წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი

7. უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი.

8. ფოტოსურათი.