მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში, პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ სათემო ორგანიზაცია ,,ჰეპა პლიუსის” გამგეობის თავჯდომარე, ექიმი მანანა სოლოღაშვილი და ექიმი ადილარ ლიპარტელიანი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტთან დაკავშირებულ უფასო სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ისაუბრეს C ჰეპატიტის ვირუსზე, ამ ვირუსით გამოწვეულ დაავადებებზე, მათი პრევენციის ეფექტურ გზებზე. ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ბოლოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ უფასო სკრინინგით.