ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი წარიმართება ჰიბრიდული (შერეული) სწავლების ფორმით, რომელიც პირისპირ სწავლებასთან ერთად აერთიანებს ონლაინ/დისტანციურ სწავლებას.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველ ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე კვლავ წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა მოსაზრებები პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით. ასევე, მსჯელობა გაიმართა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ინიცირებებთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი
დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადად დადგინილია 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრა შემდეგნაირად:
აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე; იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში; იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო;
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პირველი ოქტომბრიდან – გაგრძელდება არადისტანციურ რეჟიმში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა. პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
დღეიდან, 06 ივლისიდან გრძელდება სწავლა ყველა პროგრამაზე ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.
მიმდინარე წლის 6 ივლისიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, კოლეჯმა მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.