მიმდინარე წლის 19 ივლისს, გაიმართა შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შიდა შერჩევის მეთოდებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით შიდა შერჩევის საბოლოო მეთოდებზე შეთანხმება.
პანდემიამ წელს ხელი ვეღარ შეგვიშალა, რომ ბარაკონის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომები ოფიციალურად გადაგვეცა!
საოფისე საქმისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტებს დიპლომები კოლეჯის დირექტორმა გიორგი ფოფხაძემ გადასცა.
ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოილოცეს ფოკის დედათა და მამათა მონასტრები, ბერთას მონასტერი, მოინახულეს ფარავნის ტბა, საღამოს ტბა, ახალქალაქში ტურინის (ქრისტეს) სუდარის ასლი, ბოლოს კი ესტუმრნენ გორელოვკაში დუხაბორების დასახლებას.
ორი დღის განმავლობაში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კოლეჯის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებთან. ბარაკონის წარმომადგენლებმა კოლეჯში სწავლის მსურველებს დეტალურად გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, შესაძლებლობები და ჩარიცხვისთვის საჭირო პირობები.
კოლეჯ ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მე-3 ეროვნულ კონფერენციაში „ინოვაციური სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“ მონაწილეობდნენ. ჩვენმა მასწავლებლებმა ნინო შუბითიძემ და რუსუდან ბერიტაშვილმა ნომინაციაში “ყველაზე ინტერაქტიული შეფასება“ გაიმარჯვეს. მასწავლებლებმა ბარაკონში პროფესიული განათლების სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკებზე ისაუბრეს.
ბარაკონის პროფესიული სტუდენტებისთვის AIESEC in Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საზღვარგარეთ მოხალისეობრივი და ანაზღაურებადი სტაჟირებების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს აისეკის გაცვლითი პროგრამები, კონკრეტული პროექტები და სხვა მრავალი საინტერესო შეთავაზება ბარაკონის პროფესიული სტუდენტებისთვის.
World Vision საქართველოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ – თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს ცენტრების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და კოლეჯების წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის 31 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში Zoom პლატფორმის მეშვეობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
კოლეჯმა ბარაკონმა განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე, ბარაკონის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს კოლეჯის საქმიანობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, არსებული შესაძლებლობები და სწავლის პირობები.
24 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“. ტრენინგს უძღვებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.