2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საექთნო და სამეანო საქმე“, კოდი 0913, აღმწერი – “შეისწავლის ავადმყოფი, სნეული ან სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას და ექიმებისა და სხვა სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალისთვის დახმარების გაწევას პაციენტების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს. საექთნო საქმის კვალიფიკაცია ფოკუსირებულია ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის დროს პაციენტების ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და მოვლაზე. ის მოიცავს მოხუცების და ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჯანდაცვას. სამეანო საქმე შეისწავლის ქალის მოვლას (ჯანმრთელობის დაცვას) ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ასევე მოიცავს ჩვილის მოვლასა და დახმარებას მეძუძური დედებისთვის.”
3. მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
4. დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება
5. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
6. სტრუქტურა და მოდულები
საექთნო განათლებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 180 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ მოდულებს. ზოგად მოდულთა კრედიტების რაოდენობა შეადგენს 9 კრედიტს, ხოლო პროფესიული მოდულების კრედიტების რაოდენობაა – 171.
მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:
● ზოგადი მოდულები – 9 კრედიტი
● თეორიული სწავლება საბაზო მეცნიერებები – 24 კრედიტი
● თეორიული სწავლება საექთნო საქმე – 45 კრედიტი
● თეორიული სწავლება სოციალური მეცნიერებები – 6 კრედიტი
● პრაქტიკული სწავლება – 6 კრედიტი
● კლინიკური სწავლება – 90 კრედიტი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 180 კრედიტი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 210 კრედიტი
7. სწავლის შედეგები:
კურსდამთვრებულს შეუძლია:
1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.
8. კვალიფიკაციის მინიჭება
კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა/სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობა და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
9. პრაქტიკის ობიექტები:
• შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“
• შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
• შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
• შპს თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა
• შპს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი
• სს „ინფექციური პათოლიგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრი“
• სს „ევექსის ჰოსპიტლები“
• ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“
• შპს „ჰერა 2011“
• სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
• შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“