ძვირფასო სტუდენტებო და აბიტურიენტებო, გაცნობებთ, რომ 2012 წლის 10 ივლისიდან კოლეჯი გადადის ახალ მისამართზე. სწავლის მსურველებმა მოგვმართეთ მისამართზე: ბუდაპეშტის ქუჩა № 1 ბ, III სართული (მეტრო – “სამედიცინო ინსტიტუტთან”).
კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებზე: მედიცინა: კბილის ტექნიკოსი ექთნის თანაშემწე მასაჟისტი ინფორმატიკა: ინფორმაციული ტექნოლოგი ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი) …
გთხოვთ გამოცხადდეთ, კოლეჯში მიმდინარეობს 2011 წლის კურსდამთავრებულთა სახელობო სერთიფიკატების გაცემა. სერთიფიკატები გაიცემა ყოველდღე 12.00 სთ.-დან – 16.00 სთ.-მდე შაბათ-კვირის გარდა.
ძვირფასო სტუდენტებო, მასწავლებლებო, კოლეგებო! კოლეჯის ადმინისტრაცია წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და შეგახსენებთ, რომ სააღდგომო არდადეგები იწყება 12 აპრილს. სწავლა განახლდება 18 აპრილს.
სიახლე! ძვირფასო სტუდენტებო, კოლეჯის ვებ-გვერდზე ამუშავდა სტუდენტური პორტალი. დღეიდან ყველა სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწრაფად და მარტივად მიიღოს ინფორმაცია ყველა საგანში – შუალედური შეფასებების, დასწრების, გამოცდებისა და საბოლოო შეფასებების შესახებ. პორტალზე ასევე განთავსებულია სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ კოლეჯში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა განახლდება ორშაბათს, 23 იანვარს.
გაცნობებთ, რომ 2011 წლის კურსდამთავრებულთა სახელობო სერთიფიკატების გაცემა დაიწყება 6 თებერვლიდან. სერთიფიკატები გაიცემა ყოველდღე 14.00 სთ.-დან – 16.00 სთ.-მდე შაბათ-კვირის გარდა.
ძვირფასო სტუდენტებო, კოლეჯის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს და შეგახსენებთ, რომ საშობაო არდადეგები იწყება 30 დეკემბერს. სასწავლო პროცესი განახლდება 2012 წლის 6 თებერვალს.
კოლეჯი აგრძელებს საბუთების მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებზე: მედიცინა – კბილის ტექნიკოსი; ექთნის თანაშემწე; მასაჟისტი ინფორმატიკა – ინფორმაციული ტექნოლოგი ბიზნესის ადმინისტრირება – ბუღალტერი საბუთები მიიღება 2011წლის 15 ოქტომბრიდან -20 ნოემბრამდე. მსურველთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: 1.პირადი განცხადება; 2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3.საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი…
ძვირფასო აბიტურიენტებო, კოლეჯის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ დასრულდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება.



