სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში, პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ სათემო ორგანიზაცია ,,ჰეპა პლიუსის” გამგეობის თავჯდომარე, ექიმი მანანა სოლოღაშვილი და ექიმი ადილარ ლიპარტელიანი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტთან დაკავშირებულ…

ვრცლად

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ – პერსონალის საქმიანობის შეფასების მექანიზმები სასწავლო პროცესის მართვაში. თემატიკის ფარგლებში განხილული იყო, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების მიხედვით, კვლევის სამიზნე ჯგუფებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები. გარდა ამისა, პროფესიულმა განათლების მასწავლებლებმა განახორციელეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება სწავლება-სწავლება და შეფასების ნაწილში, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს…

ვრცლად

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. ამ მიზნით, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა საექთნო განათლების საგანმანათლებლო სტანდარტთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა საექთნო განათლების საგანმანათლებლო სტანდარტთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 22-24 ნოემბერს, სასტუმროში „ყვარლის ტბა“ საქართველოს კარიტასის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა საექთნო განათლების პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კარიტასის და „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. შპს ბარაკონიდან აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი გიორგი ფოფხაძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო ბოკერია და საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებელი ნინო კაკაბაძე.…

ვრცლად

საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო. პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს კოლეჯის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა. შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, სასწავლო შინაგანაწესი, შესაბამისი პროგრამის სასწავლო გეგმა, განხორციელების მექანიზმები, სასწავლო ცხრილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრის ბოლოს პროფესიულ სტუდენტებს…

ვრცლად

საშემოდგმო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

საშემოდგმო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

2024 წლის საშემოდგმო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 25 ნოემბერს.

ვრცლად

მესამე თანამშრომლობითი ვიზიტის შესახებ

მესამე თანამშრომლობითი ვიზიტის შესახებ

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მერმისმა“ რიგით მესამე თანამშრომლობით ვიზიტს უმასპინძლა, რომლის მიზანი იყო ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“. თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდა, საქართველოს მასშტაბით, 25 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 44 წარმომადგენელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.

ვრცლად

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

ვიზიტი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

მიმდიმარე წლის 31 ოქტომბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები , ქართული ხალხური მედიცინის იარაღები და XIX –…

ვრცლად

შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია

შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია

5 ნოემბერს, კოლეჯში “ბარაკონი” პროგრამის “უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე – ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტები. შეხვედრაზე გაიმართა პროგრამის ვებ-გვერდის – www.safeonline.ge პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ტრენინგ კურსები სხვადასხვა თემატიკაზე, TFGBV-ის და ელექტრონული კომერციის შესახებ, TFGBV ინსტრუმენტარიები და ტერმინების გლოსარი. დასასრულს პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა…

ვრცლად

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ

2024 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა…

ვრცლად