მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები პროფესიული სტუდენტთა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების, ინტეგრირებული პროგრამების დაფინანსებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ.
მინისტრის მოადგილემ, კერძო კოლეჯის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.