Monthly Archives: June 2026

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯ ბარაკონში, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტებმა 1 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება ადგილზე); 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.1. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი…

ვრცლად

რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

26 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით რიგით მეხუთე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი…

ვრცლად

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge – საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და…

ვრცლად

ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’

ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’

მიმდინარე წლის 24 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა ვორქშოფი პერსონალისთვის „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’. ვორქშოფი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ნოდარ აფხაძემ ჩაატარა. კოლეჯის თანამშრომლები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებს და მათ ეფექტურ გამოყენებას სასწავლო და პროფესიულ საქმიანობაში. მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები: სასწავლო მასალების მომზადებისთვის; დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების შესაქმნელად; დროის ეფექტურად მართვისთვის; პროფესიული საქმიანობის პროდუქტიულობის გასაზრდელად.…

ვრცლად

შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 18 ივნისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. კოლეჯი თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს მუშაობისა და სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია გაიმართა

ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია გაიმართა

კოლეჯ ბარაკონში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია. პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ნახეს საერთო თემით – დრო და მოგონებები – გაერთიანებული ანიმაციები „პატარა კუბების სახლი“ და „მამა და ქალიშვილი“. ასევე, თემასთან დაკავშირებული მუსიკალური კლიპი Inpatient (Ren x Chris Webby) – Caskets. ჩვენების შემდეგ დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები.

ვრცლად

2026 წლის მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

2026 წლის მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებისთვის მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 5 და 10 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე პერიოდში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ საგამოცდო ბარათი vet.emis.ge -ზე.

ვრცლად