მიმდინარე წლის 19, 20 თებერვალს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ასოციაციის წევრი კოლეჯების პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. აღნიშნულ ტრენინგს კოლეჯი ბარაკონიდან ესწრებოდა პროფესიული განათლების მასწავლებელი – ანა არველაძე. ტრენინგი ეფუძნებოდა საკვანძო კომპეტენციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტს. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი განათლებისა და მმართველობის საკითხებში კახაბერ ერაძე. აღნიშნული ტრენინგის მნიშვნელობიდან გამომდინარე,…




