Monthly Archives: February 2026

ტრენინგი “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში”

ტრენინგი “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში”

მიმდინარე წლის 11 თებერვალს პროგრამის “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” ფარგლებში, ბარაკონის პროფესიული სტუდენტებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის შედეგად, დამსწრეებმა მიიღეს ცოდნა ციფრული უსაფრთხოების, ონლაინ ძალადობის პრევენციისა და ელექტრონული მარკეტინგის შესახებ.

ვრცლად

პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 2 თებერვალს, პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. პროექტის მენეჯერმა, ნინო ჩუბინიძემ წარადგინა უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის პროექტი, რომელიც „უსაფრთხო ონლაინისა“ და კოლეჯ „ბარაკონის“ თანამშრომლობით შემუშავდა. პოლიტიკის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და გაძლიერება. მადლობას ვუხდით შეხვედრაში მონაწილე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური ჩართულობისთვისა და…

ვრცლად

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

2026 წლის 4 თებერვალს, შპს ბარაკონში აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. პროფესიულმა სტუდენტებმა, მათ შორის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფის სტუდენტებმა, წაიკითხეს ფრაგმენტები ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინციდან“.

ვრცლად

ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 02 თებერვალს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს და პროფესიული განათლების მასწავლებლებს, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟები პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა ინერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად