Monthly Archives: December 2024

2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში შედგა 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. დაინტერესებულ მხარეებს 10 კალენდარული დღით ადრე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამოქმედო გეგმის პროექტს და განხილვაზე წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში, პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ სათემო ორგანიზაცია ,,ჰეპა პლიუსის” გამგეობის თავჯდომარე, ექიმი მანანა სოლოღაშვილი და ექიმი ადილარ ლიპარტელიანი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტთან დაკავშირებულ…

ვრცლად

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ – პერსონალის საქმიანობის შეფასების მექანიზმები სასწავლო პროცესის მართვაში. თემატიკის ფარგლებში განხილული იყო, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების მიხედვით, კვლევის სამიზნე ჯგუფებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები. გარდა ამისა, პროფესიულმა განათლების მასწავლებლებმა განახორციელეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება სწავლება-სწავლება და შეფასების ნაწილში, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს…

ვრცლად

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. ამ მიზნით, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.

ვრცლად