2024 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა…




