მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი თემაზე “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება”, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მოდულთა განმახორციელებლებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების სპეციფიკისა და მოდულთა ადაპტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგი ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა – ნინო ხაჩიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ახალ მოდულურ პროგრამებში. შეხვედრა იყო ინტერაქტიული და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
კოლეჯი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზებას მოდულთა განმახორციელებლებისთვის.